სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის ავიაკატასტროფის ადგილზე სულ 19 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და ერთ ადამიანს ეძებენ. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ცნობისთვის, გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები