სირიის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს მის მოთხოვნას სირიის ტერიტორიიდან ისრაელის სრული გასვლის შესახებ, როგორც დიდი ხნის განმავლობაში მეომარ მეზობელ ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების შეთანხმების პირობას.
ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, შარაამ განაცხადა, რომ ტრამპი რაც შეიძლება სწრაფად ეცდება ამ საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან ერთადაა ამ მოლაპარაკებებში და ამ მხრივ ჩვენს პერსპექტივას მრავალი საერთაშორისო მხარე უჭერს მხარს. დღეს ჩვენ დავადგინეთ, რომ ბატონი ტრამპიც მხარს უჭერს ჩვენს პერსპექტივას და ის რაც შეიძლება სწრაფად ეცდება ამ საკითხის გადაწყვეტას“, – აღნიშნა აჰმედ ალ-შარაამ.
ისრაელის ჯარებმა გასულ წელს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის სამხრეთ-დასავლეთში რამდენიმე პოზიცია დაიკავეს, რასაც იერუსალიმი დროებითი უსაფრთხოების ზომად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობების საბოლოოდ ნორმალიზებით არის დაინტერესებული, ეს უკანასკნელი, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად იმ პირობით, რომ ისრაელის ჯარები მისი ტერიტორიიდან გავლენ.