პროექტის ‘’მე ვარ აფხაზეთი’’ მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

პროექტის ‘’მე ვარ აფხაზეთი’’ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები – ქვეყნის მომავლისთვის” საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო ელჩის წოდებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი,დავით ფაცაცია;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი;

ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი პაპასკუა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველო“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის ‘’აფხაზეთი მე ვარ’’ ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას.

რიგით მე-7 ფილმი შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ ისტორიებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები