„საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლის არხზე სამუშაოები დაასრულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლის არხზე სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

შედეგად, არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. ასევე, 100 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კულტურების წარმოებასა და მოსავლიანობის ზრდას.

2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 34,094 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,067 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები