აშშ-მა სირიას სანქციები დამატებით 180 დღით ნაწილობრივ მოუხსნა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სირიის ახალ პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას გაუმასპინძლდა.
აშშ-მა სირიას ყველაზე მკაცრი სანქციები დამატებით 180 დღით ნაწილობრივ მოუხსნა.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ შეჩერება 180 დღის განმავლობაში იქნება ძალაში და ამ პერიოდის შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი გაგრძელება ან გაუქმება.
მანამდე, ექვსი თვის წინ, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდა, სადაც ტრამპმა სირიაზე სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი აშშ-მა# განაცხადა, რომ აჰმედ ალ-შარაა, რომელიც ალ-ქაიდას ყოფილი მეთაური იყო, აღარ შედიოდა ამერიკის ტერორისტთა სიაში.