რუსეთი არქტიკის საზღვრების დასაცავად ახალ საომარ გაერთიანებას ქმნის

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საზღვრების დასაცავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახალ სტრუქტურას ქმნის. მასში ჩრდილოეთის ფლოტის არქტიკული ბრიგადები და სხვა დანაყოფები შევლენ. ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელი ჩრდილოეთის ფლოტის მეთაური იქნება. იგი პირდაპირი წესით დაემორჩილება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ახალი სტრუქტურა 2014 წლის ბოლოსთვის შეიქმნება – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. არქტიკული ბრიგადების გარდა მასში ВВС-ის და ПВО-ს მართვის ორგანოებიც შევლენ. ახალი გაერთიანების მთავარ მიზანს არქტიკის რეგიონში რუსეთის ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
„ეს ჩრდილოეთის საზღვაო გზაც არის და თევზის რესურსებსაც დავიცავთ. ეს ადგილი მდიდარია ნახშირწყლებითაც და, რაც მთავარია, ქვეყნის ჩრდილოეთი საფრთხისგან დაცული იქნება,“ – აცხადებს ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო.
გენშტაბის წარმომადგენელის თქმით, ამჟამად დოკუმენტაციის აქტიური გადახედვა მიმდინარეობს, რათა ახალმა სტრუქტურამ წლის ბოლომდე ფუნქციონირება დაიწყოს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არქტიკაში რუსეთის პოზიციების გაძლიერების ინიციატორია. 2013 წლის თებერვლიდან 2020 წლამდე მან რუსეთის ფედერაციის არქტიკის ზონის განვითარებისა და ნაციონალური უშიშროების სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი ამყარებს მოქმედების გეგმას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის რეალიზაციისა და არქტიკის ნაციონალური ინტერესების დაცვას გულისხმობს. სტრატეგია არქტიკის ზონაში სანაპირო დაცვისა და კომპლექსური საინფორმაციო ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე ავარიულ-სამაშველო სისტემის განვითარებას, ერთიანი ნაციონალური სისტემის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაბინძურების საკითხის მონიტორინგს განახორციელებს. 2013 წლის 16 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ სელექტორულ თათბირზე პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ნოვოსიბირსკის კუნძულებზე კვლავ გამოჩნდება. სამხედროების გარდა, ბაზით მაშველები და ჰიდროლოგებიც ისარგებლებენ. 2013 წლის დეკემბერში სტუდენტებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა არქტიკის დაცვის აუცილებლობას. „რაც შეეხება არქტიკას, აქ ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებია, აქ არის მინერალური რესურსების მარაგი, ნავთობი, გაზი. ასევე მეტეოსიტუაციების დაკვირვების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა მოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები