“კალასის მეუღლე დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით; ეს მოიაზრებდა რუსეთთან ისეთი ნივთის, საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან” – პაპუაშვილი

“შეიძლება, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რომ კალასის მეუღლე დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით, ეს მოიაზრებდა რუსეთთან ისეთი ნივთის, საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებს “გაქანებული მიმოსვლა აქვთ გემებით, ნავთობს ზიდავენ, ბალტიის ქვეყნების ლიდერების ოჯახის წევრებს ვაჭრობა აქვთ რუსეთთან”.

“ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კალასის მეუღლე დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით. სხვათა შორის, შეიძლება, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რომ ქალბატონი კალასის მეუღლის ბიზნესი რუსეთთან მოიაზრებდა ისეთი ნივთების და საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ასე რომ, ასეთი საქონლით ვაჭრობდა კალასის მეუღლე რუსეთთან“, – განმარტა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები