„ის, რომ დღეს გერმანიის მთავრობა არ ასაჯაროებს არც მიზნებს და არც ზუსტ თანხას, უკავშირდება იმ კონცეფციას, რასაც ფარული გზებით ფარული მიზნების დაფინანსება ჰქვია,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გერმანიის ფედერალური მთავრობის უარს, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა მიზნით და რა თანხით აფინანსებდა.
„თუ გავიხსენებთ, საიდან დაიწყო განსაკუთრებული ზეწოლა საქართველოზე – ეს იყო გამჭვირვალობა და კანონმდებლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამჭვირვალეობის კუთხით მიიღო. შესაბამისად, ის, რომ დღეს გერმანიის მთავრობა არ ასაჯაროებს არც მიზნებს და არც ზუსტ თანხას, ზუსტად უკავშირდება იმ კონცეფციას, რასაც ფარული გზებით ფარული მიზნების დაფინანსება ჰქვია, რაც ამ შემთხვევაში აზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს’, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობის განცხადებით, საქართველოში მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელების გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ შემდგომ ფუნქციონირებასა და მათში მომუშავე ადამიანებს.