ლევან მაჭავარიანი – დევიდ ო’სალივანის მადლობაზე: ოთხივე რადიკალური პარტია და მდიდარი ენჯეოები ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის გაშავების კამპანიას, თითქოს საქართველო „შავი ხვრელია“

„ოთხივე რადიკალური პარტია (კოლექტიური ნაცმოძრაობა) და მდიდარი ენჯეოები ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის გაშავების კამპანიას, თითქოს საქართველო „შავი ხვრელია“,“- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს.

მისივე თქმით, ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო.

„ოთხივე რადიკალური პარტია (კოლექტიური ნაცმოძრაობა) და მდიდარი ენჯეოები ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის გაშავების კამპანიას, თითქოს საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით. უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო”, – წერს ლევან მაჭავარიანი.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები