შარმანაშვილი – “ლელოზე” – საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგში ნარატივებით რომ მიდიან ხოლმე, იმიტომ მთავრდება მათი შედეგები ასე უარყოფითად

“რამდენჯერ წავიდნენ ეგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იმავე შედეგებით დაამთავრებენ ახლაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს” სარჩელს გამოეხმაურა, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგში ნარატივებით რომ მიდიან ხოლმე, იმიტომ მთავრდება მათი შედეგები ასე უარყოფითად. წავიდნენ ასეთი ნარატივებით, იქ დახვდებათ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი საფუძვლები და კიდევ ერთხელ წააგებენ”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები