თენგიზ შარმანაშვილი – ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე: ფულს როცა დაინახავენ, აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები
“ფულს როცა დაინახავენ, აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები,” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე საუბრისას განაცხადა.
„ისინი [ევროკავშირის ქვეყნები] მხოლოდ ჩვენკენ იშვერენ ხელს და თვითონ ფულს როცა დაინახავენ, აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები. [კაია] კალასის ქმრის ამბავიც გემახსოვრებათ, როდესაც მილიონებს აკეთებდა რუსეთში და მერე კალასი ამბობდა, რომ არ ვიცოდი ჩემი ქმარი რით იყო დაკავებულიო. ალკოჰოლის ჩვენზე მეტ ექსპორტს ეწეოდნენ რუსეთში და ახლაც, ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით მანიპულაციებს აკეთებენ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.