“ქართულ პოლიტიკაში იმის საშუალება იქნება, რომ ოპოზიციაშიც არსებობდნენ ძალები, რომლებიც შეიძლება, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ქვეყანას არ აზიანებდნენ” – მაჭარაშვილი

“არაერთხელ გვითქვამს, რაც ქართული საზოგადოების მხრიდან 2024-2025 წლებში არჩევნებზე დადასტურდა, რომ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ქვეყანას აზიანებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნას ვინც წაიკითხავს, ასევე, 4 ოქტომბრის მოვლენებს ნახავს, მიხვდება, რომ არ უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით.

“ქართულ პოლიტიკაში იმის საშუალება იქნება, რომ ბოლოს და ბოლოს ოპოზიციაშიც არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც შეიძლება, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ ქვეყანას არ აზიანებდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები