მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და UNESCO-ს ხელმძღვანელ პირებთან.

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა ქართული პავილიონი. ექსპოზიცია მიეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას – ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

სამარყანდის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის „ბასიანი“ კონცერტი. სამარყანდში დაგეგმილ ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები