“სარჩელში მითითებულია უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“ ანტიკონსტიტუციური ძალებია” – მაჭარაშვილი
“სარჩელში მითითებულია უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“ ანტიკონსტიტუციური ძალებია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
ის საკონსტიტუციო სარჩელს კიდევ ერთხელ აფასებს.
„სარჩელში მითითებულია უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“ ანტიკონსტიტუციური ძალებია. ქართულ პოლიტიკაში იქნება შესაძლებლობა, პოლიტიკურად აქტიურმა პირებმა შექმნან პარტია, ან არსებული გააძლიერონ და შესთავაზონ ალტერნატიული ხედვები შესთავაზონ, განსხვავებული ხელისუფლებისგან და ქართული ოპოზიციური სპექტრის ადგილი დაიკავონ“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ.