დავით მათიკაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკურ მანტიაში გახვეული კრიმინალები წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ
„პოლიტიკურ მანტიაში გახვეული კრიმინალები წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამართლებრივად ხდება პოლიტიკურად დაბინძურებული ველის გასუფთავება. პოლიტიკურ მანტიაში გახვეული კრიმინალები წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ამ თვალსაზრისით შედგა კონსტიტუციური სარჩელი – თუ რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო პარტიის ქმედება და ამა თუ იმ პარტიას თავისი რესურსიდან გამომდინარე რამდენად შეეძლო დაეზიანებინა ქვეყანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ.