“მსოფლიოში ისეთ პოლიტიკურ პარტიას იშვიათად ნახავთ, რომელსაც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ამდენი მავნებლობა ჰქონდეს ჩადენილი, როგორც ეს „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა” – იონათამიშვილი
“მსოფლიოში ისეთ პოლიტიკურ პარტიას იშვიათად ნახავთ, რომელსაც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ამდენი მავნებლობა ჰქონდეს ჩადენილი, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა მისი დაფუძნების დღიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამის არგუმენტები ძალიან მყარია.
“მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში იყვნენ თუ ხელისუფლებაში, მათი მიზანი ქვეყნის დაზიანება იყო. მოვიდა დრო, პასუხი აგონ იმ დანაშაულებზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის წინაშე აქვთ ჩადენილი. ამის არგუმენტები ძალიან მყარია, მით უმეტეს, ერთი კონკრეტული პარტიისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.