გიორგი ალიბეგაშვილი და დავით ნარმანია საკრებულოს უმრავლესობას შეხვდნენ

     თბილისის საკრებულოს განახლებულ ისტორიულ შენობაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია უმრავლესობას შეხვდნენ.
საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი და მერიის ადმინისტრაციის მმართველი რგოლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აქტუალური თემები, განიხილეს მათ შორის, მიმდინარე პროექტები, თბილისის ბიუჯეტი და “თბილისობასთან” დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თბილისის მერი თვეში ერთხელ საკრებულოს უმრავლესობასთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს, რათა ქალაქის მთავრობის მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული და თბილისის ინტერესებზე ორიენტირიებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები