სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წყალტუბოში სოფელ გეგუთში მდებარე ღია სააქციო საზოგადოება „აკორდ ჯორჯიას” სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა #2” არ ახლდა.
“აკორდ ჯორჯია” ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც აღნიშნული კომპანია საქართველოს კანონის “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის” შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ვეტერინარული მოწმობა “ფორმა#2-ის” გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის კომპანია, 1000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები