შალვა პაპუაშვილი: მოგიწოდებთ, რომ დააკვირდეთ, ვის აკავებს პოლიცია, ესენი არიან საგამზირედ განწირული მსხვერპლები მათი ორგანიზატორების მხრიდან
,,მოგიწოდებთ, რომ დააკვირდეთ, ვის აკავებს პოლიცია. ესენი არიან საგამზირედ განწირული მსხვერპლები მათი ორგანიზატორების მხრიდან”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ადგილობრივი ორგანიზატორები ტროტუარზე დგანან, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და აქეზებენ მათ. საბოლოო ჯამში, ზუსტად ასეთი ადამიანები – სუსტებს, მოწყვლადებს, ემოციურად ამყოლებს სწირავენ, იმისთვის რომ დაარღვიონ კანონი და შემდეგ ისინი წარმოაჩინონ მსხვერპლად. ამ ადამიანებს მივმართავ განსაკუთრებით, ვინ ასე ცივსისხლიანად განწირულები ჰყავთ ამ ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორებს ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.