ტურისტულმა კომპანიებმა ჯგუფური ვიზები შესაძლოა, გამარტივებული სახით გასცენ

შესაძლოა, ტურისტულ კომპანიებს მიეცეთ აკრედიტაცია, რათა მათ გამარტივებული სახით ჯგუფური ვიზები გასცენ იმ ქვეყნის ტურისტებზე, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზები სჭირდებათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულდების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურისტული სააგენტოების აკრედიტაციის შემუშავების პროცესი.
“თუ მანამდე საზღვარზე გაიცემოდა ვიზები, დღეს ვიზები საზღვარზეც აღარ არის საჭირო. რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, რომლებთანაც ნამდვილად არის ვიზა მოთხოვნილი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაიხვეწოს როგორც ელექტრონული ვიზების ნაწილი, ასევე გვაქვს ახალი ინიციატივა – მოხდეს ტურისტული კომპანიების აკრედიტაცია, რომ ტურისტებს მიეცეთ გამარტივებული სახით ჯგუფური ვიზების აღების შესაძლებლობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მომზადებულია პირველი დრაფტი და გადაგზავნილია შიდა შემუშავებაში. “დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტს 90 დღის მანძილზე აბსოლუტურად ყოველგვარი ვიზის გარეშე შემოსვლა შეუძლია. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ისედაც გვქონდა სავიზო რეჟიმი, უბრალოდ ვიზა გაიცემოდა საზღვარზე, ახლა კი მისი გაცემა ხდება საკონსულოებში. ვმუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომ მოხდეს ტურისტული კომპანიების აკრედიტაცია, რათა იმ ქვეყნების ტურისტებს, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ, მისცენ გამარტივებული ჯგუფური ვიზების შესაძლებლობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები