თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებაში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი და ლეგიტიმური კითხვა ელჩ ჰერჩინსკის საქმიანობასთან დაკავშირებით
,,საზოგადოებაში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი და იმავდროულად ლეგიტიმური კითხვა ელჩ ჰერჩინსკის საქმიანობასთან და მის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხი ამ დრომდე ჩანს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ევროკავშირის ელჩის მხარდამჭერ წერილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მან ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მიწერა.
„ვნახეთ ისიც, რომ დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან [ჰერჩინსკი] მოიცალა და შესაბამისი წერილი გაუგზავნა გასული წლის არეულობის და რევოლუციის მცდელობის ერთ-ერთ ორგანიზატორს. ამ აქტით გასაგებია, რომ ელჩი მხარს უჭერს ექსტრემიზმს“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.