ელისო ჩაფიძემ პირდაპირ ეთერში “მაესტროს” შენიშვნა მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ პრეტენზია გამოთქვა და ჟურნალისტებს მეტი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდა. მან პირდაპირ ეთერში საინფორმაციო გამოშვების წამყვანს განუცხადა, რომ ეთერში ჩართვას 20 წუთი ელოდებოდა. აღნიშნულის გამო კი, მუშაობაში ხელი შეეშალა.
“მინდა მოგიწოდოთ გარკვეული პასუხისმგებლობისაკენ. როგორც ასეთი საკითხების ასევე რესპოდენტებთან მუშაობის საკითხშიც, რადგან თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი პრეტენზია უმრავლესობის მიმართ, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ თქვენთან ჩართვას და გარკვეული პრობლემები ჩვენ შეგვექმნა ამ სიტუაციაში. ვგულისხმობ იმას, რომ დაახლოებით 20 წუთი, თუ ნახევარი სააათია ველოდებოდი ამ ჩართვას, რაც საკმაოდ სერიოზულად გვიშლის ხელს მუშაობაში“, – განაცხადა დეპუტატმა.
ჩაფიძის განცხადების შემდეგ ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტმა მაკა ცინცაძემ ბოდიში მოიხადა.
გარდა ამისა, ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებს მოუწოდებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ისეთი საკითხების გაშუქებას, როგორიც არის მუსლიმთა და ქრიასტიანთა კონფლიქტი. ამის შესახებ ჩაფიძემ სოფელ მოხეში მომხადრი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა. რაც შეეხება სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტს, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მუსლიმ და ქრისტიანი ხალხის კოფლიქტი დიალოგის გზით აუცილებლად მოგვარდება. „ის, რომ ასეთი კონფლიქტი მოხდა თავისთავად არ მეტყველებს კარგად ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რადგან მათ მაქსიმალურად უნდა სცოდნოდათ ის ვითარება, რაც იყო რეგიონში შექმნილი. შესაბამისად, ხალხათან კონფლიქტის გარეშე დიალოგის გზით მიეღწიათ გადაწყვეტილებისათვის“, – აღნიშნა ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები