რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის საფრთხეა – პაატა ზაქარეიშვილი

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის საფრთხეა, მუშაობს თუ არ მუშაობს სამხედრო დოქტრონაზე. მისი თქმით, თუ ჩვენი სახელმწიფო იქნება მყარი, მდგრადი, დემოკრატიული, მაშინ ვერანაირი საფრთხეები მას ვერ დაამარცხებს. “რუსეთი მუდმივად ანახლებს სამხედრო დოქტრინას და იქ საქართველო ყოველთვის მოიაზრება, როგორც გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების რეალიზების სახელმწიფო. ჩვენ ვსწავლობთ ყოველთვის რუსეთის ყველა დოქტრინას, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ახალი არ იქნება ჩვენთვის. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი სამხედრო დოქტრინა, უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებები და არა სხვა სახელმწიფოს ინტერესებზე მუდმივი აპელირება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები