ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში რჩება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ ძალაშია, მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას განაახლებენ.

ტრამპმა განაცხადა, რომ “ჰამასის” ლიდერები არ იყვნენ პასუხისმგებელი დარღვევებზე და ამაში ზოგიერთი მეამბოხე დაადანაშაულა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკითხი მკაცრად, მაგრამ სათანადოდ იქნება მოგვარებული”,- დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები