მაკრონი – ლუვრში ჩადენილი ქურდობა თავდასხმაა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ
ლუვრში ჩადენილი ქურდობა თავდასხმაა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მამ პირობა დადო, რომ ნამუშევრებს დაიბრუნებენ და დამნაშავეები ამისთვის დაისჯებიან.
“ლუვრში ჩადენილი ქურდობა თავდასხმაა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა.
ჩვენ ნამუშევრებს დავიბრუნებთ და დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. პარიზის პროკურატურის ხელმძღვანელობით, ყველგან ყველაფერი კეთდება ამის მისაღწევად.
იანვარში დაწყებული ლუვრის ახალი რენესანსის პროექტი გაძლიერებულ უსაფრთხოებას მოიცავს. ის ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას უზრუნველყოფს”,- წერს მაკრონი.