გია აბდალაძე ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმეზე გრიფ საიდუმლოს მოხსნას ითხოვს

თბილისის მთავარ პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმეზე, საინფორმაციო სააგენტო “პირWელის“ ფოტოგრაფი გია აბდალაძე იკითხებოდა. როგორც აბდალაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნულ საქმეს გრიფი საიდუმლო მოეხსნას. მისივე თქმით, დაკითხვის სურვილი მან და იმ ფოტორეპორტიორებმა გამოთქვეს რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ.
„აინტერესებდათ, რა ხდებოდა სახლში. რა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი ციხეში და ა.შ. მოვითხოვთ, რომ გრიფი აეხსნას ფოტოგრაფების საქმეს და გამოძიება ჩატარდეს. უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ფოტორეპორტიორების საქმეს და გამოძიებული იქნება“, – გია აბდალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორები დააკავეს, მათ მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯაშუშობაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები