„საქართველოს დასჯა და მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან, ეს სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე თავად ევროკავშირისას” – ბოჭორიშვილი
“თუ ასე გაგრძელდება, ამას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ დავსაჯოთ საქართველო და საქართველოში ვგულისხმობ ხალხსაც და ხელისუფლებასაც, თუმცა ამგვარი ფორმით განვითარება რამდენად აწყობს ბრიუსელს, ეს მეორე საკითხია”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს დასჯა და მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან, ეს სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე თავად ევროკავშირისას. ეს იქნება ერთადერთი, სადამსჯელო ოპერაცია, თუკი ეს განხორციელდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება და ბრიუსელი უფრო მეტად იფიქრებს, რა სჭირდება ევროპას დღეს საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოსგან. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ხშირად, ეს საჭიროება მხოლოდ ცალმხრივი არ არის, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო. ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ახსნები და მოცემულობა. ეს მოცემულობა უნდა იყოს გაზიარებული და გაცნობიერებული ევროკავშირსა და ბრიუსელში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.