“ვინ არის ის სამოქალაქო საზოგადოება, ვისაც ასე გვიმტკიცებენ, რომ მხარს უჭერს ბრიუსელი, არის თუ არა ეს სამოქალაქო საზოგადოება ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გამოდიან ხელისუფლების დამხობის განცხადებებით” – მაკა ბოჭორიშვილი

“შეიძლება ვივარაუდოთ, დუმილი არის იმის ნიშანი, რომ არიან დარჩენილი პოლიტიკოსები, რომლებიც უბრალოდ თეთრზე შავის თქმას არ აპირებენ და არ აკეთებენ ამას”, – განაცხადა შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში და ბრიუსელიდანაც, სხვადასხვა დედაქალაქიდანაც გვესმის-ხოლმე, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას უჭერენ მხარს, მხარს არ უჭერენ მთავრობას. ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოებას. ვინ არის სამოქალაქო საზოგადოება?

ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს აკეთებენ, მიდიან არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებზეც მივიდა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რა მოწოდებებიც კეთდებოდა და რა ფონზეც ხდებოდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარება – გარკვეული აქტორების მხრიდან ბოიკოტის პირობებში და მოწოდებების, რომ არ უნდა წასულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში. თუმცა, ამ მოწოდებებსაც გაეცა პასუხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი. არჩევნები და დემოკრატია არის ის, რასაც ირჩევს საქართველო, ქართველი ხალხი.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სულ სხვაგვარად არის მცდელობები, რომ წარმოაჩინონ – ვინ არის ის სამოქალაქო საზოგადოება, ვისაც ასე გვიმტკიცებენ, რომ მხარს უჭერს ბრიუსელი, უნდა დააფინანსოს ბრიუსელმა? არის თუ არა ეს სამოქალაქო საზოგადოება ზუსტად ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გამოდიან სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობის განცხადებებით. არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მოწოდებებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები