„ვეფხისტყაოსანი” თიხის ფილებზე – თუთუ კილაძის ახალი საგამოფენო პროექტი
11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, “ბაია გალერეა” თუთუ კილაძის ახალ საგამოფენო პროექტს -„ვეფხისტყაოსანი” თიხის ფილებზე – უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ესპანურ ენაზე თუთუ კილაძის გაფორმებით გამოიცემა. პოემის ილუსტრაციები შესრულებულია კერამიკულ ფილებზე.