საქართველოს ხელოვნების სასახლეში სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – იშიძუკა ჰიდეკი

საქართველოს ხელოვნების სასახლეში, სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩვენს ქვეყანაში იშიძუკა ჰიდეკი.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ელჩი ბრწყინვალედ იცნობს აღმოსავლურ ხელოვნებას, ამიტომაც მან დაათვალიერა მუზეუმის იაპონური ხელოვნების კოლექციის ნიმუშები.საჩუქრად კი, საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების და ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმის გამოცემები მიიღო.
„მოხარულნი ვართ იმით, რომ ბატონ ელჩზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებულმა იაპონური კულტურის ძეგლებმა — აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი უნიკალურია და დიდი მხატვრული ღირებულება გააჩნია.
საქართველოს სამეფო აზიურ საზოგადოებას, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმსა და იაპონურ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო საინტერესო პერსპექტივები დაისახა.
განსაკუთრებული მადლობა მის აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკის მუზეუმში ნაყოფიერი ვიზიტისათვის“, – წერია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები