მინსკში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა მიმდინარეობს
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მინსკში მ. სავიცკის სახელობის სამხატვრო გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილისს ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა გაიხსნა.
„ვებგვერდ საქართველოს დიპლომატიური მისიების“ ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელარუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
გამოფენა 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.