„საილენთროუ“ – პრემიერა ქალაქის თეატრის სცენაზე

16 – 17 ოქტომბერს ქალაქის თეატრი უმასპინძლებს პრემიერას, სპექტაკლ „საილენთროუს“.
თეატრის ინფორმაციით, ეს არის ისტორია პატარა ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში აღმოაჩინეს სიმართლე – რომ სულს ვერავინ დაატყვევებს, და სიმართლისთვის ბრძოლა მუდამ ღირს.
სპექტაკლი გაჯერებულია სოლო, ანსამბლური, საგუნდო და ქორეოგრაფიული ნომრებით.

რეჟისორი -ანუკი ხიდეშელი; კომპოზიტორი – ნატალია თოთიბაძე; მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი; ქორეოგრაფი – ქეთი ასათიანი; არანჟირების ავტორი – ლევან აბშილავა;  პროექტის მენეჯერი – თამარ ბერიაშვილი; დირექტორი – ირინა სიყმაშვილი.

მის: თამარ მეფის 18.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები