ბიზე-შედრინის „კარმენი“ – მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე

10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ბიზე-შედრინის „კარმენის!“ პრემიერა გაიმართება. 

თეატრის ინფორმაციით, იდეის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი – გია მარღანიაა;
სცენოგრაფი – გია მარღანია;
კოსტიუმების მხატვარი – ხათუნა მაისურაძე;
აუდიომონტაჟი და მუსიკალური ეფექტები – ზურა გაგლიშვილი;
რეჟისორის თანაშემწე – ნინო ჟორჟოლიანი.
შემსრულებელნი:
კარმენი – ანკა ვასაძე;
ხოსე – ნიკა ნანიტაშვილი;
ტორეადორი – ლუკა ჭანიშვილი;
კორეხიდორი – მიშა ზაქაიძე;
სიკვდილი – ანა თალაკვაძე;
უცნობი – გია მარღანია.

სპექტაკლის შესახებ:
„კარმენ სუიტა“-  ბალეტი ერთ მოქმედებად – დაყრდნობილია ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის „კარმენის“ მუსიკალურ თემებზე. კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა შექმნა ამ ნაწარმოების უნიკალური ორკესტრირებული ვერსია, რომელმაც ბიზეს მუსიკის სილამაზე და ემოციური სიღრმე სრულად შეინარჩუნა.
ბალეტი შეიქმნა ალბერტო ალონსოს ქორეოგრაფიით და ეფუძნება პროსპერ მერიმეს ნოველას „კარმენი“, რომელიც გვიამბობს ქალის თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ვნებასა და გარდაუვალ ტრაგედიაზე.
ისტორია მოგვითხრობს მაცდუნებელ და დაუდგომელ კარმენზე, რომელიც შეყვარებულია თავისუფლებაზე და უარს ამბობს ერთგულებასა და შეზღუდვებზე. მისი ცეცხლოვანი ხასიათი და დამოუკიდებლობა ტრაგიკულად ეჯახება დონ ხოსეს სიყვარულს – კაცს, რომელიც კარმენის გამო ყველანაირ ზღვარს კვეთს.
ქორეოგრაფი გია მარღანია ქმნის ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაციას და ქართველი მსახიობების მონაწილეობით გვთავაზობს „კარმენის“ ახალ სცენურ ვერსიას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები