ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ – რუსთაველის ეროვნული თეატრის 147-ე სეზონი იხსნება
10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის 147-ე სეზონი იხსნება.
თეატრის ინფორმაციით, დიდი სცენა უმასპინძლებს ტრაგიკულ ფანტაზიას ორ მოქმედებად – ესქილეს „მიჯაჭვულ პრომეთეს“, ინგლისური სუბტიტრებით.
ინსცენირების ავტორი და რეჟისორია რობერტ სტურუა;
თარგმანი – რობერტ სტურუასი და ნინო კანტიძის;
სცენური სივრცე – ანა ნინუასი, მერაბ მერაბიშვილისა და რობერტ სტურუასი;
კოსტიუმების მხატვარი – ანა ნინუა;
მუსიკალური გაფორმება – სვიმონ ჯანგულაშვილისა და რობერტ სტურუასი;
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე;
რეჟისორის თანაშემწე – თეა მარგველაშვილი.
მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლუკა გულედანი, ბუკა თოლორდავა, კახა კუპატაძე, ირაკლი კერესელიძე, ეკა მინდიაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, მარიტა მესხორაძე, ბექა მეძმარიაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ქეთი სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ქეთი ხიტირი, ლევან ხურცია.
https://www.facebook.com/reel/814651931249469