დიდი ქართველი მეფის – აშოტ I კურაპალატის საფლავი, სავარაუდოდ, აღმოჩენილია
თურქული მედიის ცნობით, დიდი ქართველი მეფის – აშოტ I კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ არტანუჯში, არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე.
უახლესმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელიც Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტის, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგებმა დაადასტურეს, ნათელი მოჰფინა საუკუნეების მანძილზე არსებულ ისტორიულ საიდუმლოს.2025 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს აიტეკინის გუნდმა გათხრები დაიწყო პეტრე-პავლეს ეკლესიის აფსიდის ნაწილში. ჩამონგრეული ქვების ფენების ქვეშ მათ აღმოაჩინეს 2 მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანის თაღოვანი სამარხი – სრულად შენარჩუნებული ქვის სათავსი, რომელიც შუა საუკუნეების დროიდანვე ყოფილა დალუქული.
„ჩვენ მეცნიერულად დავადასტურეთ მეფე აშოტის სამარხის აღმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ნეშტი არ შემონახულა, არსებული მტკიცებულებები ეჭვის საფუძველს აღარ გვიტოვებს, რომ სწორედ აქ განისვენებდა დიდი ქართველი მეფე“, – ამბობს არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი, დოქტორი ოსმან აიტეკინი.
როდესაც არქეოლოგებმა სამარხი გახსნეს, ცარიელი აღმოჩნდა – არ იყო არც ნეშტი, არც არტეფაქტები, არც სამეფო ნიშნები. ამის მიუხედავად, მისი არქიტექტურა და ზუსტი მდებარეობა – აფსიდის ქვეშ სრულად ემთხვეოდა საუკუნეების წინანდელ ქართულ აღწერებს აშოტის დაკრძალვის ადგილის შესახებ.
წყარო: arkeonews.net