„კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი“ წელს მეცხრედ გაიმართება
„კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი“ ოქტომბერში მეცხრედ გაიმართება. ინფორმაციას კონკურსის შემოქმედებითი ჯგუფი ავრცელებს.
„მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ 17, 18 (ტურები) და 19 ოქტომბერს (გალა) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (გრიბოედოვის ქ.) კამერულ დარბაზში, (III სართულზე გაიმართება „კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი“, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ჩატარდება. ჩამოდიან უცხოელი შემსრულებლებიც. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.კონკურსი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სახელმწიფო კამერული ორკესტრის „Georgian Sinfonietta”-ს და მაღაზია „აკუსტიკას“ მხარდაჭერით.
ჩვენი მთავარი მიზანია კლასიკური გიტარის შემსრულებელთა და, ზოგადად, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში.
თქვენც შეგიძლიათ ამაში წვლილის შეტანა ჩვენს კონკურსთან ერთად.
პატივისცემით, კონკურსის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი.
კითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ: 595355846 ნინო ჯანჯღავა“, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.