“ჩვენ ვართ იმ სტანდარტების მომხრე, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება იმ ინსტრუქციების საფუძველზე, რომელიც ბრიუსელიდან მოდის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ისაუბრა.
როგორც ვოლკსიმ განაცხადა, მმართველი გუნდი ევროპულ კურსს არ შეიცვლის.
“ჩვენ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება თუნდაც ელჩების მიმართ, რომლებიც სტანდარტებს არღვევენ, უცვლელი იქნება. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ველოდებით, რომ მსოფლიოში პროცესების ხასიათი უკეთესობისკენ შეიცვლება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.