ბულგარეთში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

ბულგარეთის ქ. ვარნაში გამართულ თოჯინების მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს დელფინი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლმა „ოტელომ“ 3 ნომინაციაში გაიმარჯვა:
საუკეთესო რეჟისურა – გია მარღანია და დიმიტრი ხვთისიაშვილი;
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება – ვანო დუგლაძე (იაგოს როლის შესრულებისთვის);
სპეციალური პრიზი – კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.
ფესტივალში, საქართველოსთან ერთად, მონაწილეობდნენ ჩინეთის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თეატრალური დასები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები