“მუნიციპალურ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ასეთი მაღალი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია, მათ შორის, თბილისის კონტექსტში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა აღნიშნა, რომ არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნების ლეგიტიმაცია და დემოკრატიულობა.
„საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ მაგალითად ლიეტუვაში, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 28%-მა, ლატვიაში 33%-მა. არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნების ლეგიტიმაცია და დემოკრატიულობა. ესეც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ნებისმიერი განცხადება არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.