“მიეცით საშუალება ქართველებს, აირჩიონ თავიანთი ლიდერები საერთაშორისო რეალობის საკუთარი აღქმის საფუძველზე”, – ამის შესახებ პოლონელი პოლიტიკოსი, კშიშტოფ მულავა სოციალურ ქსელში წერს.
ის საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.
“ერთი წლის წინ მე ვიყავი დამკვირვებელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს. მაშინ ბევრი საუბარი იყო საქართველოს რუსეთთან დაახლოებასა და არჩევნების გაყალბებაზე.
მე დავაკვირდი საარჩევნო უბნებს დედაქალაქში, პატარა ქალაქებში და პატარა მთიან სოფლებშიც კი. არა მხოლოდ ჩარევის ნიშნები არ შემიმჩნევია, არამედ სხვა დამკვირვებლებისგანაც არ მსმენია ხისტი შეფასება. მე ვსაუბრობ როგორც დასავლურ გავლენაზე, ასევე სრულიად საპირისპიროზე – რუსულ გავლენაზე.
გუშინ ქართველებმა აირჩიეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. როგორც კავკასიისთვის დამახასიათებელია, ყველგან ხმამაღალი პროტესტი და პროპაგანდა იყო.
მიეცით საშუალება ქართველებს, აირჩიონ თავიანთი ლიდერები საერთაშორისო რეალობის საკუთარი აღქმის საფუძველზე – კავკასიაში სიტუაცია დინამიურია, რუსეთი მუდმივად იკვლევს რეგიონს, როგორც გავლენის “ბუნებრივ” ცენტრს, ხოლო ევროკავშირი ცდილობს ქართველი ხალხის თავის მხარეს გადაბირებას. დიახ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველას სურს თავისი გავლენის დათესვა.
წარმატებები ქართველებს, რომლებიც კვლავაც თბილად ხვდებიან პოლონელებს თავიანთ მიწაზე”, – წერს კშიშტოფ მულავა.