პაატა ბურჭულაძე: ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი – საქართველო იბრუნებს თავისუფლებას

,,ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გამოდით ყველანი გარეთ, დროშები არ დაგავიწყდეთ”,-
ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვება გარდაუვალია.

,,ჩვენ მოვედით მშვიდობიანად და აუცილებლად გავიმარჯვებთ, სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება. გამოდით გარეთ, მთელი საქართველო აქ უნდა იყოს. აქ იქნება სცენა, წავიკითხავთ დეკლარაციას, რომელსაც მიიღებს ქართველი ხალხი და იმ წუთიდან ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები