საერთაშორისო დამკვირვებელი: არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ტარდება, რაც ძალიან კარგია
,,რასაც ვაკვირდები ყველაფერი წესრიგის დაცვით მიმდინარეობს, პერსონალი ამომრჩეველს ყველაფრით ეხმარება, განსაკუთრებით ხანდაზმულებს”,- ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა მარკო მალგუტიმ საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ტარდება, რაც ძალიან კარგია.
„ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს, ძალიან მეგობრული და მშვიდობიანი გარემოა. არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ტარდება, რაც ძალიან კარგია. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენი ადამიანი მოდის ხმის მისაცემად. ახალი ელექტრონული ხმის მიცემის და დათვლი სისტემა ხმის მიცემის პროცესს აუმჯობესებს. კმაყოფილი ვართ იმით, რაც ვნახეთ დარწმუნებული ვარ მომდევნო არჩევნებზე კიდევ უფრო სწრაფ პროცესს ვიხილავთ, რადგან ხალხი სწავლობს როგორ მისცეს ხმა“, – აღნიშნა მარკო მალგუტიმ.