“დღეს მე ხმა მივეცი მშვიდობის განმტკიცებას, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული რეგიონის და სრულიად საქართველოს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას” – თეა ახვლედიანი
“დღეს მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობის განმტკიცებას, ჩვენი დედაქალაქის, თითოეული რეგიონის და სრულიად საქართველოს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას, ჩვენი მოსახლეობისთვის მეტი სიკეთის, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – ამის შესახებ
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დააფიქსირა.
“მჯერა, რომ სწორედ მშვიდობით და განვითარებით, დაუღალავი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ უკეთესი და ერთიანი მომავლის შექმნას საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშიც”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.