საერთაშორისო დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესზე: რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში; ვფიქრობ ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის

წინასაარჩევნო პროცესზე, რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ, ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის. თუმცა, როცა საქმე ეხება აქ, ადგილზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესს, სრულყოფილად დემოკრატიულად არის ორგანიზებული, – აღნიშნული განცხახება საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან ალენ ჟან მარი ავრილიმ გააკეთა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე განთავსებულია კამერები და შეუძლებელია, რომ იქ რამე დარღვევას ჰოქნდეს ადგილი.

„საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი. მე საფრანგეთიდან ვარ და იქ გვაქვს ასეთი სრულყოფილი, ორგანიზებული პროცედურა. თქვენ ამომრჩევლების სრული სია გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი, დავუშვათ, გარდაცვლილი პირის სახელით ეცდება ვინმე ხმის მიცემას, ეს მარტივად ამოსაცნობია. შიგნით ბევრი ადამიანია ვინც ყველაფერს აკონტროლებს. ელექტრო მოწყობილობები დალუქულია. მართლაც ფანტასტიკური ვითარებაა. არის ვიდეო კამერა, რომელიც ყველაფერს იღებს. შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე. წინასაარჩევნო პროცესზე, რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ, ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის. თუმცა, როცა საქმე ეხება აქ, ადგილზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესს, სრულყოფილად დემოკრატიულად არის ორგანიზებული“, – განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები