რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.