“ჯერჯერობით, არ გვინახავს დარღვევის არავითარი ინციდენტი, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს” – საერთაშორისო დამკვირვებელი

“ჯერჯერობით, არ გვინახავს დარღვევის არავითარი ინციდენტი, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ფუნდამენტური უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა, ჯეი პატელმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

როგორც პატელმა განმარტა, არჩევნებში ბევრი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

„ჩვენ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები მოვინახულეთ, ჯერ თბილისში და ახლა აქ ვიმყოფებით. ჯერჯერობით არ გვინახავს დარღვევის არავითარი ინციდენტი. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და შეესაბამება სხვა ქვეყნების პრაქტიკას. საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, აქტივობაა, ჩანს, რომ არის საზოგადოებრივი დაინტერესება ამ არჩევნებით და მათთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმომადგენლის არჩევა.

ელექტრონული სისტემა პროცესს ამარტივებს და შედეგების უფრო სწრაფად მიღება შეიძლება, თუმცა, ქაღალდის ბიულეტენებთან შედარებით, შემოწმებაში არსებობს განსხვავებები და არის დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სისტემის გამოყენება ჯობია“, – აღნიშნა ჯეი პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები