ბადრი ჯაფარიძე: აუცილებელია ვიაქტიუროთ – შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა

,,აუცილებელია ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არდანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა”, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ყველა დარღვევა აღირიცხოს.

„მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს საკუთარ ხელში თავისი ქალაქის მმართველობა. ასე უნდა მოხდეს ყველგან. აუცილებელია ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არდანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე ეფექტური იარაღი, საკუთარი ხმა მისცეს იმას, რომ შევძლოთ იმ მიზნის აღსრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს და ქვეყნის, ქალაქების, დასახლებული პუნქტების დაბრუნება.

რაც შეეხება დარღვევებს, ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს. ყველგან იწერება საჩივრები, იქნება მაქინაციების მცდელობა, ეს დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ყველა ფაქტზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი საჩივარი, ყველაფერი უნდა აღირიცხოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ და აღვრიცხოთ ყველა დარღვევის ფაქტი. რა თქმა უნდა, დიდი ილუზიები მათ გამოძიებაზე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ, საზოგადოებამ რომ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები