“ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით ისეთი სურათი დადგას, თითქოს, ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა” – პაპუაშვილი
”უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით ისეთი სურათი დადგას, თითქოს, ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, “ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია, გაშიფრული აქვთ.
“თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა.
ასე რომ, მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის”, – წერს პაპუაშვილი.