კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს გიორგი დონაძეს
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელს – გიორგი დონაძეს.
„დაბადების დღეს ვულოცავთ გიორგი დონაძეს – ადამიანს, რომლის სახელიც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის, ქართული საეკლესიო გალობის სიყვარულთან, საფუძვლიან ცოდნასთან და ამ საგანძურზე ზრუნვასთან ასოცირდება.
გიორგი დონაძე არის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი, რაც მის მიმართ განსაკუთრებულ ნდობაზე მეტყველებს.
ბატონ გიორგის ყველა იცნობს, როგორც ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. “ბასიანი” ჩვენს უძველეს ფოლკლორულ ტრადიციებს, მათ შორის, მივიწყებულ ნიმუშებს აცნობს მთელ მსოფლიოს და სულ უფრო აღვივებს ამ უნიკალური ფენომენის მიმართ ინტერესსა და პატივისცემას, ამაში კი გიორგი დონაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
გიორგი დონაძე ასევე არის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ის არის პედაგოგი, რომელიც ახალგაზრდებს უხსნის გზას ჩვენი თვითმყოფადი კულტურის სიღრმეებისკენ.
ბატონ გიორგის ვუსურვებთ დიდ წარმატებებს მრავალმხრივ და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – წერია ინფორმაციაში.