თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მწუხარებას გამოხატავს დირიჟორ პაპუნა ღვამბერიძის გარდაცვალების გამო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უდიდეს მწუხარებას გამოხატავს დირიჟორისა და პროფესორის, პაპუნა ღვამბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ქვეყნის მუსიკალურ საზოგადოებას.
„უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ბატონი პაპუნა ღვაბერიძის გარდაცვალება. პაპუნა ღვაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი გივი ბოლაშვილის ხელმძღვანელობით და ასპირანტურა საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში – გივი და ზაზა აზმაიფარაშვილების ხელმძღვანელობით.
„უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ბატონი პაპუნა ღვაბერიძის გარდაცვალება. პაპუნა ღვაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი გივი ბოლაშვილის ხელმძღვანელობით და ასპირანტურა საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში – გივი და ზაზა აზმაიფარაშვილების ხელმძღვანელობით.
შემოქმედებითი კარიერა, როგორც საგუნდო დირიჟორმა, 2000 წელს, ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2005-2007 წლებში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ხოლო 2011 წლიდან – ამავე თეატრის მოწვეული დირიჟორი იყო. ქუთაისში, 2005-2006 წლებში, მან ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“, 2011 წელს კი ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიას“ დადგმებს უხელმძღვანელა.
ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობის გარდა, იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო მომზადების მიმართულების ასოცირებული პროფესორი გახლდათ.
იგი კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მიერ მომზადებული მრავალი საოპერო სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი იყო. ვ. დოლიძის ,,ქეთო და კიტე”, ზ. ფალიაშვილის ,,დაისი”, ჯაკომონ პუჩინის ,,ჯანი სკიკი” და სხვა… მისი ხელმძღვანელობით კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობის მრავალმა სტუდენტმა შეიძინა საოპერო დადგმებში ორკესტრთან სიმღერის გამოცდილება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დამდგმელი დირიჟორი გახლდათ სპექტაკლებისა: ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“, რაველის „მედეა“, მინკუსის „ბაიადერა“. 2019 წელს რიგაში იდირიჟორა მინკუსის „დონ კიხოტი“, 2022 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლების ფარგლებში ტურინის საოპერო თეატრში იდირიჟორა „მაკნატუნას“ ათი, ბოლონიის თეატრში კი „დონ კიხოტის“ ხუთი სპექტაკლი. 2024 წლის იანვარში, სიცილიაზე, კატანიის მასიმო ბელინის თეატრში იდირიჟორა „გედების ტბის“ შვიდი სპექტაკლი. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლების ფარგლებში, ინგლისის ნაციონალურ ორკესტრთან ერთად თანხლება გაუწია ამავე სპექტაკლის თხუთმეტ წარმოდგენას ლონდონის კოლიზეუმში და „მაკნატუნას“ ტოკიოს ბუნკა კაიკანის თეატრში“, – წერია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .